ერთჯერადი ვეიპი - HQD

ფილტრი კატეგორია
ბესთსელერი
ბესთსელერი
სიახლე
ბესთსელერი
სიახლე
სიახლე
სიახლე
სიახლე

დღევანდელ სამყაროში ინოვაციები ხშირად ადამიანთა პრეფერენციებს ხელახლა განსაზღვრავს ხოლმე.  შეიძლება ითქვას, რომ ელექტრო სიგარეტი სწორედ ასეთი გამოგნებაა, რომლის  კონცეფციაც სათავეს 2000-იანი წლების დასაწყისიდან იღებს, როგორც ტრადიციული თამბაქოს მოწევის თანამედროვე ალტერნატივა. მან პოპულარობა მალევე მოიპოვა და ბოლო წლების განმავლობაში საქართველოშიც ძალიან აქტუალურია. ეს კი იმიტომ, რომ ვეიპი ჯანმრთელობისა და გარემოსთვის ნაკლები ზიანის მომტან მოწყობილობად მიიჩნევა.

რა არის ვეიპი?

ვეიპები ერთგვარი ელექტრონული მოწყობილობაა და ჩასუნთქვის შემთხვევაში ორთქლს წარმოქმნის. ელ სიგარეტი სითხის გაცხელების ხარჯზე მუშაობს. როდესაც მომხმარებელი მას ააქტიურებს, ელემენტის დახმარებით სითხე თბება და აორთქლება იწყება. პროცესი ძალიან გაქვს ტრადიციული სიგარეტის მოწევას, მაგრამ მათ შორის განსხვავება არსებობს – ვეიპები ნაკლებად საზიანოა.

ელექტრო სიგარეტი სხვადასხვა ზომის, ფორმის, ფერისა და არომატის მქონე მოწყობილობაა. შესაბამისად, ის გათვლილია ყველა გემოვნებისა და საჭიროების ადამიანისათვის.

HQD-ის პროდუქცია

HQD ელექტრო სიგარეტი ბაზარზე ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი არჩევანითაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ეს ელექტრო მოწყობილობა მისთვის სასურველი ფორმის, ზომის, ნაფაზისა თუ გემოს ინტენსივობის მიხედვით შეარჩიოს. ერთჯერადი ვეიპის თითოეულ მოდელს 10-ზე მეტი განსხვავებული არომატი აქვს და ხელმისაწვდომია, როგორც ნიკოტინიანი, ისე უნიკოტინო მოდელები.

HQD Wave

HQD Wave ერთჯერადი ვეიპია, რომელიც შექმნილია მოხერხებული და მარტივი  გამოყენებისათვის. ელექტრონული ვეიპების ეს მოდელი პატარა და მსუბუქია, შესაბამისად მარტივად შეგიძლიათ მოათავსოთ ჩანთაში ან ჯიბეში.

HQD Wave 600 ნაფაზისაგან შედგება და 2%-იანი ნიკოტინის შემცველობით ხასიათდება. ეს ერთჯერადი ვეიპი გემოვნების ფართო სპექტრს ფარავს, რადგან განსხვავებული ხილისა თუ სასმლის არომატს გთავაზობთ.

HQD Super Pro

HQD Super Pro ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია, რომელიც დახვეწილი ვიზუალით გამოირჩევა.  აღნიშნული მოდელი ნიკოტინის მხოლოდ 2% შეიცავს და 600 ნაფაზისაგან შედგება.

რაც შეეხება გემოებს, იმ შემთხვევაში თუ გრილი არომატები მოგწონთ, მაშინ ეს მოწყობილობა თქვენთვის საუკეთესოა, რადგან წარმოდგენილია ხილის, კენკრისა თუ ციტრუსის გემოები ყინულთან კომბინაციით.

HQD Hot

თუ გსურთ ვეიპი ნიკოტინის გარეშე, მაშინ არჩევანი HQD Hot-ზე უნდა შეაჩეროთ, რადგან მოდელი ამ ნივთიერების 0%-იანი შემადგენლობით ხასიათდება. უნდა აღინიშნოს, რომ უნიკოტინო ვეიპი მეტად  ჯანსაღი და უსაფრთხოა.  ამასთანავე, ეს ელექტრონული სიგარეტი 600 ნაფაზისაგან შედგება.

ვეიპი საუცხოო დიზაინით ხასიათდება და აერთიანებს სხვადასხვა ხილის, კენკრისა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საღეჭი რეზინის გემოსაც კი.

HQD Cuvie Plus

იმ შემთხვევაში თუ უფრო დიდი მოცულობის ვეიპს ეძებთ, ვიდრე წინა მოდელებია, Cuvie Plus გირჩევთ, რომელიც 1200 ნაფაზისაგან შედგება და ნიკოტინს საერთოდ არ შეიცავს. გემოების თვალსაზრისით არც ესაა გამონაკლისი და ყველასათვის საყვარელი ხილის არომატებს აერთიანებს.

HQD 600

ტრადიციული სიგარეტიდან ერთბაშად უნიკოტინო ვერსიაზე გადასვლა დიდი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, ნივთიერების ეტაპობრივი შემცირება საუკეთესო გზაა. ამ პროცესში კი შეგიძლიათ გამოიყენოთ HQD 600, რომელიც ნიკოტინის მხოლოდ 2% შეიცავს და ამავდროულად, საუცხოო გემოებს მოიცავს.

HQD EZ Bar

2% ნიკოტინს შეიცავს HQD 600, რომელიც 600 ნაფაზიანია. ამ მოდელის დიზაინი წინა მოდელებისაგან განსხვავებულია და თუ მისი ფერების მრავალფეროვნებით ვივარაუდეთ, გემოებიც ზუსტად ასეთია – წარმოდგენილია, როგორც კენკრა, ისე ეგზოტიკური ხილიც.

HQD VITA და HQD EOS

აღნიშნული მოდელები ნიკოტინის 2% შეიცავს და 600 ნაფაზისაგან შედგება. გემოების თვალსაზრისით კი საუცხოო ხილისა და სასმლის არომატს აერთიანებს. 

ვიზუალური თვალსაზრისით კი, ფერები თუ  გიყვართ, მაშინ VITA ამ კრიტერიუმს ნამდვილად დააკმაყოფილებს, ხოლო თუ უფრო სადა და მინიმალისტური მოდელი გსურთ, არჩევანი HQD EOS-ზე შეაჩერეთ.

რატომ არის HQD-ის ვეიპები საქართველოში პოპულარული?

ვეიპს, როგორც ინოვაციურ მოწყობილობასა და ტრადიციული სიგარეტის ალტერნატივას, რამდენიმე მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს, მაგალითად იმაზე ნაკლებად საზიანოა, ვიდრე სიგარეტი, რადგან ეს უკანასკნელი მავნე ქიმიკატების ფართო სპექტრს არ შეიცავს. ამასთანავე, ვეიპის მოხმარების დროს წარმოიქმნება არა კვამლი, არამედ ორთქლი, რომელიც მარტივად იშლება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ელექტრო მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში საზოგადოებაზე ირიბი ზიანის მიყენების რისკი დაბალია და სწორედ ამიტომ ის სოციალურად მეტად მისაღებია. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ვეიპის მოხმარებას გადაწყვეტთ, ნიკოტინის დონის გაკონტროლების შესაძლებლობაც კი გექნებათ. ეს იმიტომ,რომ არსებობს ვეიპები, რომლებიც ერთი მხრივ შეიცავს ამ ნივთიერების დაბალ კონცენტრაციას, მეორე მხრივ კი საერთოდ არა.

მაგრამ მაინც რაში მდგომარეობს HQD-ის განსაკუთრებულობა? მართალია, ბაზარზე უამრავი მოწყობილობა არსებობს, თუმცა HQD-ის პროდუქცია საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარულია. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც, გარდა ვეიპის ზოგადი  სარგებლისა, კომპანიის პროდუქციის მოხმარების მზარდ ტემპს განაპირობებს.

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის, რომ კომპანია საქართველოში 2021 წლიდან წამყვანი ბრენდია. ამას კი განაპირობებს ახალგაზრდა მოტივირებული გუნდი, რომელიც მუდმივად ცდილობს განვითარებას და  არ უშინდება გამოწვევებს. HQD ელექტრო სიგარეტი  ეფექტურად პასუხობს, როგორც ქართულ, ისე მსოფლიო ბაზრის მოთხოვნებსა და გამოწვევებს. ამასთანავე, მუდმივად ეძებს პროდუქტის გაუმჯობესების გზებსა და შესაძლებლობებს.

ვეიპი არომატების ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი. ეს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიზეზია, რადგან გემოს მრავალფეროვნება მომხმარებელს პერსონალიზაციის საშუალებას აძლევს. ამასთანავე, ვეიპის ფასები ხელმისაწვდომია და შეგიძლიათ შეარჩიოთ ის მოდელი, რომლის ბიუჯეტიც თქვენთვის უფრო მისაღებია. 

კომპანიის პროდუქცია შექმნილია ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც მას მეტად მოსახერხებელსა და კომპაქტურს გახდის. მცირე ზომისა და წონის მოწყობილობა მარტივად გადასაადგილებელია. ამის გამო მისი წაღება მოგზაურობაშიც კი ზედმეტი დისკომფორტის გარეშე შეგიძლიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ პროდუქტია მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომია, მაგალითად, ვეიპის მაღაზია ბათუმში თუ გეგულებათ, იქ HQD-საც იპოვით.

აღსანიშნავია ისიც, რომ  HQD-ის ვეიპის შექმნილია კომფორტული მოხმარებისათვის. პროდუქტს არ სჭირდება შევსება ან დატენა. ამასთანავე, მოწევის სხვა ვარიანტებთან შედარებით, ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტი შესაძლოა უფრო ეკონომიურიც კი იყოს.

კომპანია მომხმარებელს ყოველთვის მაღალი ხარისხის პროდუქტს სთავაზობს და ხარისხის გარანტიას აძლევს, რაც ადამიანებში სანდოობას აღვივებს.  გამოდის, რომ ერთჯერადი ვეიპი ფასი და მისი ხარისხი ყველასთვის მომხიბვლელია.

ზემოთ ჩამოთვლილი მოდელებიდან თქვენთვის სასურველის შეძენას საქართველოს ნებისმიერ ადგილას შეძლებთ, მაგალითად ქუთაისში. რაც შეეხება გაყიდვის წერტილებს პროდუქტები ხელმისაწვდომია ვეიპ მაღაზია პოდსიში, სუპერმარკეტებში –  ევროპროდუქტი, უნივერსამი, მეინ მარტსა და გრინ ლაბში.